30 დეკემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას - ტიტე აროშიძე 

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციის მოწყობას შეეცადა. 

ამასთან, ტიტე აროშიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და  არ აჰყვება არანაირ პროვოკაციას:

"რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას. ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი პარტიის ლიდერმა – ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც იგეგმებოდა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაში. მისი ეს განცხადება, მაშინ, სასაცილოდაც არ ეყოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნათლად დადასტურდა ბათუმში, როცა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოტივით ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას.

საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მხარს უჭერს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მჯერა, ჩვენი საზოგადოება არ აჰყვება არანაირ პროვოკაციას,"- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ – ტიტე აროშიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

დღის ამბები