27 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
რუსეთში მოკლულ ქართველ შეფ-მზარეულს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

რუსეთში მოკლულ ქართველ შეფ-მზარეულს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. ცნობილია, რომ მოსკოვში საგამოძიებო უწყებამ ცხედრის ექსპერტიზა უკვე დაასრულა.

სოსო ბერაიას ოჯახის წევრები ხობში, მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ. როგორც ცნობილია, 51 წლის შეფი სამზარეულოს დანით დამლაგებელმა ქალმა მოკლა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს დანის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტი.

მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. კადრებში ასევე ჩანს, რომ მკვლელობამდე თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები