27 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
"აღნიშნე ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე" - ახალი კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილია

"აღნიშნე ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე" - ახალი კამპანია, რომელშიც უკვე უამრავი ადამიანი ჩაერთო. მისი ერთ-ერთი ინიციატორი გურამ ბაღდოშვილია - შეფმზარეული, რომელიც პიროტექნიკის გამოყენების გამო სერიოზულად დაშავდა.

ამავე მიზეზით ყოველ წელს საავადმყოფოში ათობით ადამიანი ხვდება. გამონაკლისი არც წლევანდელი დღესასწაულები იყო. ოფიციალური ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა, მათგან 24-ს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო ამ ახალ წელს მუხიანში ხანძარიც გაჩნდა და ბინა დაიწვა.

დღის ამბები