27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
პროექტები, რომლებიც ბილაინმა ციფრული ეკოსისტემის განვითარებისთვის დააფინანსა

ბილაინმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, გასულ წელს, განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. 2022 წელს, ბილაინის აქტიური მხარდაჭერით, არაერთი პროექტი ჩატარდა, რომლითაც კომპანიამ დაადასტურა, რომ არამხოლოდ თავად ავითარებს ციფრულ პროდუქტებს, არამედ, ხელს უწყობს საქართველოში, ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას,  ახალგაზრდებში ინოვაციებისადმი ინტერესების გაღვიძებას და განათლების ხელმისაწვდომობას. 

პროექტები, რომლებიც ბილაინის მხარდაჭერით განხორციელდა:

2022 წლის 28-30 იანვარს, თბილისში, ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება - Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. თამაშების შექმნის ჰაკათონი პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ინოვაციური იდეების დანერგვას ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. მობილური თამაშების პორტალის მიმართულებით, ბილაინს ადგილობრივ ჰაკათონებში გამარჯვებულ მონაწილეებთან არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

2022 წლის განმავლობაში, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტის მიზანია, მსოფლიო დონის განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ხანის აკადემიის ვებ-გვერდის მეშვეობით, შეგიძლიათ ქართულ ენაზე სასურველი მიმართულებით მიიღოთ ცოდნა. 

2022 წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ-აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით,  Fuckup Nights Tbilisi -ი მეტავერსში გაიმართა. ვირტუალურ სივრცეში, სტუმრებმა საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს და პირველად შექმნეს ქართული მეტავერს-ღონისძიების პრეცედენტი.  Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, სადაც სპიკერები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და ინტერაქცია შეუძლია. 

2022 წლის ოქტომბერში, ბილაინმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

2022 წლის 22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით და ბილაინის მხარდაჭერით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში, კონფერენციაზე წარმოდგენილი ოყო რამდენიმე სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტ-აპ კონკურსი, ნფტ გალერეა, ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში ჩაერთო: 1000-ზე მეტი ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა.

17-19 ნოემბერს, ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას - Datafest Tbilisi 2022. DataFest Tbilisi ყოველწლიურად იმართება და გასულ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. ფესტივალის ფარგლებში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

2022 წლის მიწურულს, ბილაინთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ-კონფერენცია - TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35+ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება იყო: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა. პროექტის მთავარი მიზანია ციფრულ სფეროში განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით საქართველოში ახალი შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობა.

კორპორაციული სოციალური პროექტების ფარგლებში, ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი ახალგაზრდების გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას.

 

(R)

დღის ამბები