27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
სამოქალაქო პანაშვიდი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე - ბუბა კიკაბიძისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების ნაკადი არ წყდება

ერთ საათში ბუბა კიკაბიძეს დაკრძალავენ. საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი, ქაშუეთის შემდეგ, ამ წუთებში, დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მიმდინარეობს. ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი მსახიობი და მომღერალი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მწუხარება გამოთქვა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ სახალხო არტისტმა დიდი ისტორია შექმნა.

"მინდა მივუსამძიმრო ვახტანგ კიკაბიძის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. მართლაც უდიდესი იყო ბუბა, ძალიან ძლიერი კინომსახიობი, სცენარისტი, უდიდესი როლი აქვს ქართული ესტრადის განვითარებაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი ისტორია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს," - თქვა კალაძემ.

დღის ამბები