27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის გზაზე და უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასევე ასახულია  2022 წლის ევროკომისიის ანგარიშში.

შეხვედრის ფარგლებში,  მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები: რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა 2023 წლის 23-27 იანვარს იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 68 საკონსულო თანამდებობის პირი მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

დღის ამბები