20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატო-ში"-სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულებულია. ბოლო არაფორმალური შეხვედრა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა თბილისის აეროპორტში გამართა, სადაც მის ქვეყანაში, კუნძულ უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებს ესაუბრა.

ვიზიტის ოფიციალური მხარე კი პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებით.

მანამდე შეხვედრები ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლეს პირებთან მიმდინარეობდა, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. 

შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც იყო, მათ შორის საუბარი შეეხო რეფორმების მიმდინარეობის პროცესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ქმედებების შესახებ დღეს ვრცლად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. 

იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ დღეს უფრო მეტად ხედავს ნატო-ს საქართველოში და საქართველოს ნატო-ში. 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები