12 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
ბოლო 24 საათში ვანუატუს მე-4 კატეგორიის ორი ციკლონი დაატყდა

მე-4 კატეგორიის ორი ციკლონი დაატყდა თავს ვანუატუს ბოლო 24 საათში. ციკლონმა კევინმა კუნძულზე ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, ასობით ათასი ადამიანია დაზარალებული.

ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზარალის შესაფასებლად ოფიციალური პირები მუშაობენ.

დღის ამბები