დღეს პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება. პროცესი მხოლოდ ორი დღე გასტანს.
მშობლებმა შვილების დარეგისტრირება დღეს და ხვალ უნდა მოასწრონ. ეს არის საბოლოო ვადა და დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 6 წელი.
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია დარჩენილი.
ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ამავე ვებ-გვერდზე განთავსდება.
რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია კი სკოლებში 3-4 სექტემბერს უნდა მიიტანონ.