20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მუხიანში ავტოავარიისას დაშავებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

მუხიანში ავტოავარიისას დაშავებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მუხიანის დასახლებაში.

როგორც ცნობილია, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევარდა, რა დროსაც დაეჯახა იქ მყოფებს. ასევე ხეს, რომელიც მოგლიჯა და გაზის მილს, რომელიც დაზიანდა.

ამ მიზეზით რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. ორი ადამიანი საავადმყოფში გადაიყვანეს. 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება 24 წლის მამაკაცს, ექიმების შეფასებით, პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

შსს-მ მუხიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები