20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
მუხიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მუხიანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ერთერთი კორპუსის ეზოში შევარდა, რა დროსაც იქ მყოფებს დაეჯახა. სულ ხუთი ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოში ორის გადაყვანა გახდა საჭირო, ათი წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

24 წლის მამაკაცს კი ექიმების თქმით მსუბუქი დაზიანებები ქონდა.

ავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები