27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
სასამართლო ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულისთვის აღმკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

სასამართლო ბათუმის ბულვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულისთვის აღმკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ 64 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

მუხლი, რომლის დარღვევაშიც დაკავებულს ადანაშაულებენ, გულისხმობს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა ბათუმში 11 მარტს, ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა - მიღებული დაზიანებების გამო 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება მისი უმცროსი ძმა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

დღის ამბები