ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთში. რამდენიმე წუთის წინ სატვირთო ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილიც და გაზის მილიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთოხების დაცვის მიზნით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ფოთში შესასვლელი გზა ორმხრივად გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც. უკვე დაწყებულია დაზიანებული გაზის მილის აღდგენითი სამუშაოები.
კურიერის გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მილი კერძო პირის საკუთრებაა და ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე ქალაქ ფოთს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.
რამდენიმე წუთში ფოთის შესასვლელთან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.