20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო

ბოლო ორი დღეა, საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი ხვალიდან 2.3644 ლარი ეღირება. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6633 ლარად იქნება შესაძლებელი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები