20 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ზუგდიდში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რუზგენ ჩუხუას ოჯახმა მედიასთან დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. ისინი ბიზნესმენის თვითმკვლელობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ რუზგენ ჩუხუა მოკლულია.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარს მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებენ და ბოლო დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

„კილასონია რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა და ჩემს მეუღლეს ემუქრებოდა, სთხოვდა ფული დამიბრუნეო. ჩემმა მეუღლემ აუხსნა, რომ თანხას ელოდებოდა და აუცილებლად დააბრუნებდა. გუშინ უკვე სახლთან მოაკითხეს, მანქანით იყვნენ კილასონია და მისი სიძეები. რუზგენი გარეთ რომ გავიდა, მეგობარს დაურეკა, მიშველეო და მას შემდეგ ტელეფონი გაითიშა. ცოტა ხანში ჩემი მეუღლის მანქანა სახლთან დავინახე და ის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი დამხვდა. ისინი კი სხვა მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ,“ - განაცხადა რუზგენ ჩუხუას მეუღლემ, რუზანა მარგარიანმა.

 

დღის ამბები