მოსკოვის სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილის ანასტასია გონჩაროვას შუამდგომლობით დნმ-ის ანალიზი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ანასტასია ავრცელებს. მისი თქმით, ბენდუქიძის ცოლთან ნატალიასთან 4 თვიანი ბრძოლის შემდეგ, როცა ის ცდილობდა დნმ-ის ნიმუშების განადგურებას, ექსპერტიზის დანიშვნა საუკეთესო შედეგია.
„მინდა დავიჯერო, რომ ნატალის მხრიდან არ იქნება კვლავ ამ ექსპერტიზისთვის ხელის შეშლის მცდელობა“, - წერს ანასტასია გონჩაროვა თავისი ფეისბუქის გვერდზე. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესანიშნავი სიახლეა ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის სამართლიანობის აღდგენისა და კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად.