20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ე. წ. ახალი გზის ნაწილი 15 სექტემბრისთვის გაიხსნება

ე. წ. ახალი გზის ნაწილი 15 სექტემბრისთვის გაიხსნება. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა დასაშვები იქნება თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის პოლიციის განყოფილებამდე - ვაკის და დოლიძის ქუჩის მიმართულებებით.

მთლიანად კი ეს გზა ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება.

თბილისის მერი, გზის ნაწილობრივ აღდგენის გამო საცობებს თბილისის ქუჩებში გამორიცხავს.

„საცობები არ იქნება დედაქალქშიც, თუმცა გარკვეული გადაადგილებასთან დაკავშირებული უხერხულობები იქნება და ეს მხოლოდ ამ გზასთან არ არის დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები კი აკრიტიკებენ მერიას და აღდგენითი სამუშაოების დაგვიანებით დასრულებაზე ლაპარაკობენ.

„სტიქიის შემდგომ თითქმის 2 თვის შემდეგ დაიწყო გზის რეაბილიტაცია, ხოლო ამ პერიოდში მათ 10 ათასი ევრო გადაიხადეს კვლევაში საჭირო იყო თუ არა ამ მაგისტრალის არსებობა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები