პრემიერმინისტრი რაჭაში იმყოფებოდა. ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს იმ პრობლემების ნუსხა დაახვედრეს, რომელიც რეგიონში ამ დრომდე მოუგვარებელია.
მოსახლეობის ინფორმციით, სოფელში არ არსებობს მისავლელი გზა, არ არის გაზი და სასმელი წყალი.
პრემიერმინისტრი ადგილობრივებს პრობლმების მოგვრებას დაჰპირდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ის შეღავათებიც გააცნო, რომელიც მთის კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა დაწესდეს.
ახალი კანონის მიხედვით, მთიან რეგიონში მოქმედი საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი 10 წლის განმავლობაში გატავისუფლდებიან.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ღარიბაშვილი მოსახლეობას მათი პრეტენზიების შემდეგ დაჰპირდა, შეშით მომარაგებაა.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ნატა მახვილაძე, ლაშა მუმლაძე.