20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ოპოზიცია ბათუმის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს

ბათუმის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, თუმცა პროექტს ესპანური კომპანიის ნაცვლად შ.პ.ს სტადიონი განახორციელებს, რომელიც საგანგებოდ ამ სამუშაოების შესასრულებლად შეიქმნა.

ბათუმის სტადიონის დაფინანსების საკითხი ხმაურის და დაპირიპირების მიზეზი გახდა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

მედეა ვასაძემ კორუფციულ გარიგებაში აჭარის მთავრობა და მისი მეთაური არჩილ ხაბაძე მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებებს სწორედ სტადიონის დაფინანასების გამო ითხოვდა.

სამინისტრო 20 მილიონი ლარის გადარიცხვას სახელწიფოს შ.პ.ს სტადიონისთვის გეგმავს.

მედეა ვასაძის მტკიცებით, სახელწიფო შ.პ.ს-ების კონტროლი კი იმ სამსახურს ევალება, რომელსაც აჭარის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის მამა, თამაზ ხაბაძე ხელმძღვანელობს.

ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტილებაში კორუფციის რისკს ვერ ხედავს და აჭარის მთავრობის მეთაურისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესსაც გამორიცხავს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტების მშენებლობისთვის შუალედური ორგანიზაციის დაფუძნება გაუმართლებელია.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, ოთარ ჯაში. 

 

 

 

 

 

დღის ამბები