რამდენით გაიზრდება დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი ? საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ასევე თუ როდიდან შევა ძალაში ახალი ტარიფი. როგორც აცხადებენ საფასურის 6 თეთრამდე გაძვირება არ იგეგმება.
ტარიფის დადგენის მიზნით "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.
ტარიფში შემავალ კომპონენტებთან დაკავშირებით სემეკში სამი საჯარო განხილვა მოაწყო, სადაც დეტალურად იქნა განხილული ტარიფში შემავალი თითოეული კომპონენტი.
სხდომა მარეგულირებელ კომისიაში 12:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.