რამდენი თეთრით გაძვირდება მოხმარებული ელექტროენერგია, ექსპერტები წინასწარ ვერ საუბრობენ, თუმცა მათი ვარაუდით ეს არ იქნება იმაზე ნაკლები ვიდრე რეგიონებში გაიზარდა.
ისინი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეს გარდაუვალია ენერგო სისტემის გამართულად მუშაობისთვის. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში ტარიფმა ისევ მოიმატოს, მათ შორის პროდუქტებზეც.
"კომისია აუცილებლად გაზრდის თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას. რამდენი იქნება წინასწარ ციფრი უცნობია, მაგრამ არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე გაიზარდა რეგიონებში მოსახლეობისთვის," - განმარტავს "ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.