სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის დღეიდან განაცხადების მიღება დაიწყო. ბაკალავრიატის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანასებას მიიღებენ მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში მცხოვრები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკური უმცირეოსბების წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები და კიდევ რამდენიმე კატეგორიის სტუდენტი.
დაფინანსება გავრცელდება სოციალურად დაუცველ ოჯახების შვილებზეც, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.
წელს 1400 სტუდენტის დაფინანსება იგეგბმა, რომელთა სწავლისთვის ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გამოყოფილი.
"პროგრამის ფარგლებში 11 ქვეკატეგორიაა სტუდენტების, თავისი კვოტებით, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ სოციალური პროგრამით. 2 ოქტომბრის ჩათვლით მივიღებთ განაცხადებს. მაგისტრანტ სტუდენტებზეც დაიწყება აღნიშნული მიმართულებით რეგისტრაცია, რათა მათაც შეძლონ დაფინანსების მიღება სოციალური პროგრამის ფარგლებში," - აცხადებს თამარ სანიკიძე.