20 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ელექტროენერგია თბილისში მაქსიმალურ განაკვეთში 4.5 თეთრით გაძვირდა

ელექტროენერგია თბილისში მაქსიმალურ განაკვეთში 4.5 თეთრით გაძვირდა. სემეკის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ კენჭი უყარეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

კომისიის სხდომა დღეს დილიდან მიმდინარეობდა და რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად სემეკ-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა "თელასის" მოთხოვნა ტარიფის ზრდაზე. 

პირველი საფეხურის მომხმარებელს, რომელიც 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაუძვირდა 13 თეთრამდე, სხვაობა კი მოქმედ ტარიფთან შედარებით 3 თეთრია. მეორე საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომელიც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაიზარდა 17 თეთრამდე, სხვაობა დაახლოებით 4.5 თეთრს შეადგენს. ხოლო მე-3 საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას 301 კილოვატიდან ზემოთ მოიხმარენ, ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარმოადგენენ, ტარიფი გაიზარდა 22 თეთრამდე და სხვაობა ამ დროისთვის შეადგენს 4 თეთრზე მეტს.

დღის ამბები