20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
25 წლის როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია - ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს ელჩი ადასტურებს

25 წლის როლანდ ჯინჭარაძის ადგილსამყოფელზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში. იოსებ ნანობაშვილის მტკიცებით, პიროვნება ნაპოვნია და საკითხი საკონსულოს პირად კონტროლზე ყავს აყვანილი. 

"ინციდენტი ამოწურულია, საკონსულო კავშირზეა ჯინჭარაძის ოჯახთან. მას აქვს გარკვეული დაავადება და ამის გამო იმყოფება საავადმყოფოში, მაგრამ ის ნაპოვნია და იმყოფება კონტროლის ქვეშ," - განმარტა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილმა. 

როგორც ცნობილია, ოჯახის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით საბრძნეთში 25 წლის როლანდ ჯინჭარაძე გაუჩინარდა. ოჯახის წევრთა განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სასჯელს ქურდობისთვის სამი წლის განმავლობაში იხდიდა. 10 დღის წინ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედის განცხადებით, შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ აღარ ჰქონდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები