პრემიერმინისტრმა ბათუმში მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის - ალიანს პალასის - მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ღონისძიებაზე პრემიერთან ერთად საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ.
სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობაში ალიანს პალასი 65 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მშენებლობაზე დასაქმდება ათას 200 ადამიანი და პროექტის დასრულების შემდეგ კი კომპლექსში 600 ადგილობრივი იმუშავებს. პროექტი ორ წელიწადში დასრულდება.