თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ელექტროენერგია საშუალოდ 4 თეთრით გაძვირდა.
პირველი საფეხურის მომხმარებელს, რომელიც 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაუძვირდა 13 თეთრამდე, სხვაობა კი მოქმედ ტარიფთან შედარებით 3 თეთრია. მეორე საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომელიც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაიზარდა 17 თეთრამდე, სხვაობა დაახლოებით 4.5 თეთრს შეადგენს. ხოლო მე-3 საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას 301 კილოვატიდან ზემოთ მოიხმარენ, ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარმოადგენენ, ტარიფი გაიზარდა 22 თეთრამდე და სხვაობა ამ დროისთვის შეადგენს 4 თეთრზე მეტს.