"ეს იყო აუცილებელი დარგის შესანარჩუნებლად," - ამ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აკეთებს.
მას მიაჩნია, რომ თუ ტარიფის ზრდა არ მოხდებოდა პრობლემები შეექმნებოდა როგორც ენერგეტიკის სფეროს, ასევე ზოგადად ენერგეტიკის განვითარებას.
"პროცესები რომელიც მოხდა ქვეყნის შიგნით და გარეთ გვაიძულებს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს არის აუცილებელი დარგის შესანარჩუნებლად, რომ იფუნქციონიროს ეკონომიკამ,"- აცხადებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კი თბილისის მერიას მიმართავს.
"მოცემულ შემთხვევაში თბილისის მთავრობამ მყისიერად უნდა აიღოს ვალდებულება და სოციალურად დაუცველების შემთხვევაში მოხდეს სუბსიდირება ისევე როგორც ეს რეგიონებში მოხდა,"- ამბობს ენერგო ომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.