ხმაური იყო დღეს, მე–14 საჯარო სკოლაში, სადაც მშობლები და მასწავლებლები სავარაუდო სკოლის დახურვას და შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებდნენ.
მიზეზად მათ შენობის ავარიულ მდგომარეობას უსახელებენ. მათი განცხადებით სკოლისთვის ახალი შენობა უნდა გადაეცათ, თუმცა იქ სოციალურად დაუცველები შეასახლეს და ამ დრომდე ახალი შენობის ბედი გაურკვეველია.
ისინი დაწესებულების დატოვებას და არ აპირებენ, იმ შემთხვევაში თუ სკოლა შეწყვეტს ფუნქციონირებას, 800–მდე მოსწავლეს გადასვლა მე-12 საჯარო სკოლაში მოუწევს, 50–მდე მასწავლებელი კი უმუშევარი დარჩება.
ამ ფაქტს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა, მისი განცხადებით მოსწავლეების და მასწავლებლების ინტერესი მათთვის პრიორიტეტია და მათი უფლებები არ დაირღვევა.