20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ეროვნული გამოცდების შედეგები შესაძლოა გაუქმდეს

26 ათასი პირველკურსელი სტუდენტის სტატუსს წელს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით თუკი გამონაკლისის სახით, დარჩენილი 600 აბიტურიენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, წლევანდელი ეროვნული გამოცდების ყველა შედეგი უნდა გაუქმდეს და ყველა ჩარიცხულმა პირველკურსელმა გამოცდები ხელახლა უნდა ჩააბაროს.

განათლების სამინისტრომ ამ თემაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებიც და მოშიმშილე აბიტურიენტებიც.

ინიციატივა, მოშიმშილე სტუდენტების პრობლემების ხელახალი გამოცდების გზით მოგვარების შესახებ მაია მიმინოშვილს ეკუთვნის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ხვალ უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდება.

მოუწევს თუ არა 26 ათას პირველკურსელს ხელახლა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ხვალ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ვაჩე გოგოლაშვილი, ნათია გიორგობიანი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები