20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს-"თელასი" ტარიფით უკმაყოფილოა

თბილისელები შემოდგომას გაძვირებული ელექტროენერგიით ხვდებიან. რეგიონების შემდეგ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქშიც გაზარდა. გადასახადი თბილისში მაქსიმალურ განაკვეთში 4,5 თეთრით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თელასის მომხმარებლებს ოქტომბრიდან ქვითრებში ერთი მესამედით მომატებული გადასახადი მიუვათ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარეგულირებლის გადაწყვეტილებით არც ერთი მხარე არ არის კმაყოფილი.

თელასის მოთხოვნა დღეს მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შესაბამისად ლარის გაუფასურების ფონზე, ენერგოგამანაწილებელი კომპანია შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. 

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობას - მათთვის წლევანდელი ზამთარი გაცილებით ძვირი იქნება.

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას შემდეგ სუბსიდირების აუცილებლობაზე კომენტარები აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაკეთდა, თუმცა კონკრეტულად ვინ და რა ფორმთ მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან უცნობია.

ავტორი:ეკო მაღრაძე

 

 

დღის ამბები