შეიარღებულ ძალებში მომხდარი სუიციდის ფაქტებს თინა ხიდაშელი აზარტულ თამაშებს უკავშირებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ნორიოს ბაზაზე მომხდარი თვითმკვლეობის მიზეზიც, ეს გახდა. თინა ხიდაშელის თქმით კონტროლი გამკაცრდება როგორც თამაშებთან ასევე ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით.
მინისტრის ეს განცხადება მიუღებელია გარდაცვლილი ჯარისკაცის ნათესავებისთვის. ოჯახი გამოძიების შედეგების დასრულებას ელოდება და თვითმკვლელობის მიზეზად მინისტრის მიერ დასახელებულ აზარტულ თამაშებს გამორიცხავს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანაია პრობლემის მოგვარებას ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების აქტიურ მუშაობაში ხედავს.
უდისციპლინობას და სამსახურების დასუსტებას უკავშირებს ჯარში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმცირესობა. საპარლამენტო უმრვალეობაში კი მიიჩნევენ, რომ კონტროლის გამკაცრება აუცილებელია.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ვანო გავაშელი, ტატო გურგენიძე.