თურქეთის სანაპიროსთან მომხდარი ტრაგედია უკვე მეორე დღეა მსოფლიო მედიის მთავარი თემაა. ბოდრუმის მახლობლად მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. სირიული ოჯახი უკეთესი ცხოვრების იმედით ევროპის ტერიტორიაზე მოხდვედრას ცდილობდა. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება უნგრეთშია, სადაც პოლიცია არალეგალებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრების უფლებას არ აძლევს.