20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია-უმრავლესობა მარგველაშვილის არაარგუმენტირებულ შენიშვნებზე საუბრობს

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. დღეს უმრავლესობამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონი პრეზიდენტს იმავე რედაქციით გადაუგზავნა, როგორი სახითაც მიიღო. გიორგი მარგველაშვილის არც ერთი შენიშვნა მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა და ქვეყნის პირველი პირის არგუმენტები დაუსაბუთებლად მიიჩნია.

დღვანდელ კენჭისყრას პარლამენტში მარგველაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ესწრებოდა. გიორგი აბაშიშვილისთვის მმართველი გუნდის არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა. 

კანონ-პროექტის ინიციატორები კი თვლიან, რომ დასაბუთების ვალდებულება არა მათ, არამედ, პრეზიდენტს მოეთხოვებოდა. მათთვის კი გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები გაუგებარია.

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ ბანკების ზედამხედველობის სამსახური გაუქმდება და მის ფუნქციებს დამოუკიდებელი საფინანსო სააგენტო გადაიბარებს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები