დენის ტარიფის მატება ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან და ლარის კურის გაუფასურებიდან გამომდინარე გარდაუვალი იყო.
მათი პროგნოზით ელექტროენერგიის საფასურის გაძვირების პარალალურად მოსალოდნელია პროდუქტებზე ფასების მატებაც. ისინი ასევე არ გამოირიცხავენ, რომ კიდევ გაიზარდოს ტარიფი.
დენის ღირებულება სხვადასხვა კატეგორიისთვის 3.5-დან 4.5 თეთრამდე გაიზარდა. თბილისის მოსახლეობას მისი გადახდა ოქტომბრიდან მოუწევს.