დღეს დილით 08:50 მიწისძვრა მოხდა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრის მოშორებით. მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 100 კილომეტრში და თბილისიდან, დაახლოებით, 250 კილომეტრში იყო. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ისმაილის რაიონში იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვრცელდება.