პროდუქტისა და მომსახურების გაძვირებაზე საუბრობენ საწარმოებისა და სილამაზის სალონების მეპატრონეები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფასმა 10 პროცენტამდე მოიმატოს.
მათი თქმით, უკვე გაძვირებულია ის იმპორტირებული პროდუქტიც, რომლის შეძენაც უწევთ, ამას კი დენის ტარიფის ზრდაც ემატება.
ელექტროენერგიის გაძვირებით და პროდუქტებზე ფასების მომატებით უკმაყოფილოა მოსახლეობაც. მათი განცხადებით, სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო კომუნალური გადასახადების გადახდა გაუჭირდებათ.