20 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ელჩებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა

„ამბასადორიალის“ ფარგლებში დღეს დილიდან ელჩებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტები, გეგმები და სტატისტიკა გააცნო.

დღეს ქართველი დიპლომატების ყოველწლიური შეკრების ბოლო, შემაჯამებელი დღეა. სულ ცოტა ხანში ელოდებიან "ამბასადორიალზე" საქართველოს პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილი ელჩებს შეხვდება. სიტყვით მიმართავს მათ და კითხვებსაც უპასუხებს.

დიპლომატებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრს კი, რომელიც დახურავს ამბასადორიალს, ღონბისძიებაზე დღის ბოლოს ელოდებიან. 

დღის ამბები