არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაზქურა მიიტანეს და ცხელი სასმელები მომაზადეს - ამ ფორმით მათ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვრება გააპროტესტეს.
სამართლის თაობის, რეფორმატორების ცენტრისა და ორგანიზაცია დროას წევრებმა აქციაზე, ტარიფების შემცირებაზე ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების დაპირებებიც გაიხსენეს.
აქციის მონაწილეები ზამთრის პერიოდში გაზრდილი ტარიფების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასაც ვარაუდობენ.