20 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
"მთავარი გამოწვევაა, არ დავკარგოთ ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა" - ნიკა გვარამია

მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ფაქტები რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებს - ეს არის მთავარი თემები რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მსჯელობენ.

შეხვედრას ესწრებიან ომბუდსმენის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე იმყოფება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირქეტორიც. მან კომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ შეაფასა. 

"რუსთავი 2-თან დაკავშირებით მომდინარეობს ასევე პლუს სპეციფიური პროცესები, რადგან ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო ჯამში და ყადაღები, რომელიც მიღებულია, ასევე ხელისუფლების მიერ ანგაჟირებული პირი, რომელიც ჩვენი მეწილეა და ბლოკავს ყველანაირი ეკონომიკური განვითარების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ს აგდებს ძალიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში, კომპანია ვერ ვითარდება, ვერ ავსებს ტექნიკურ პარკს, ვერ ხსნის ახალ გადაცემებს ფა ა.შ. ასევე კომპანიას აქვს შეფერხებები ფულადი მასის მოძრაობაში, რადგან ვერ იყენებს საბანკო მომსახურებას. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას, არ დავკარგოთ ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც ცხადია სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები