„ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.“ - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ეკა მიშველაძე. მას ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, იხურება თუ არა მისი გადაცემა არხზე, ან გავა თუ არა ის მიშველაძის გარეშე.
წამყვანი ჯერჯერობით მხოლოდ მოარული ხმების დონეზე ფლობს ინფორმაციას, რისი გამართლების შემთხვევაშიც ის არგუმენტირებულ პასუხს მოითხოვს.
მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ფაქტები რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებს - ეს არის მთავარი თემები რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მსჯელობენ.