მედიის წარმომადგენლებთან დისკუსიაში, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ჩართულები არიან მედია ექსპერტები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი გაზრდილია, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათ ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვთ.
"ის, რაც ხდება ბოლო წლის მანძილზე, უკვე გვაშფოთებს. გამოჩნდა გარკვეული მცდელობა, შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან, რომ ისევ დაიწყოს მედიაზე კონტროლი.
კითხვები ჩნდება რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც. გასაგებია, რომ შესაძლოა კერძო დავა მიდიოდეს, მაგრამ ტელევიზიის ქონების დაყადაღება ასე სწრაფად კითხვებს აჩენს," - აცხადებს ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი.
როგორც რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს მიაჩნია, შიში იმისა, რომ მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება საფუძვლიანი და ლეგიტიმურია.