20 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
"70 ათას ქულაზე ნაკლების მქონე მოქალაქეებს სუბსიდირება შეეხება", - ზაზა სოფრომაძე

მთავრობის სხდომის შემდეგ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების თემაზე განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, განაცხადა, რომ სუბსიდირება თბილისში იმ სოციალურად დაუცველებს შეეხებათ, რომელთაც 70 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ მინიჭებული. 

"რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება უკვე მოხდა, რაც შეეხება თბილისს, ახლა მუშავდება სიები და თბილისში 70 ათას ქულაზე ნაკლების მქონე მოქალაქეებს სუბსიდირება შეეხება. ამის უზრუნველყოფა თბილისის მერიის მიერ მოხდება. დაახლოებით, 40 ათასამდე მოქალაქეზეა საუბარი,"-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, თქმით, ელექტროენრგიის სუბისიდრებისთვის საჭირო თანხების დათვლა მიმდინარეობს. 

"ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში გაცვლილია ინფორმაცია და მონაცემები. ამ წუთის მდგომარეობით გადათვლა მიმდინარეობს თუ რა თანხა იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების ნაწილში და შესაბამისად, ქალაქი ამის რესურს აუცილებლად გამოძებნის,"-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

ატორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები