"არხის ხელმძღვანელები და მენეჯმენტი ჩვენი მოკავშირეები არ არიან," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ მედიის შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.
ტრაპაიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომლითაც არხზე სეზონის დაწყებამდე ორი პოლიტიკური ტოკშოუ დაიხურა.
"იქ რომ ვმუშაობ, არ ნიშნავს, რომ მე ვეთანხმები. ეს არ ცვლის, რომ მე არ მაქვს შეკითხვები.
არც გადაწყვეტილება და არც განცხადება არ მომწონს. არც ხელმძღვანელები არც მენეჯერები ჩვენი მოკავშირეები არარიან," - აცხადებს დიანა ტრაპაიძე.
ამავე თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამაც, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ იმედში მუშაობის დროს მან იცოდა, რომ მისი გადაცემის მიმართ იყო პრობლემები. თუმცა დღეს დეტალებზე ინგა გრიგოლიამ არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჭორაობას არ აპირებს.
"პრობლემები იყო და ეს ვიცოდით, მაგრამ ამაზე ახლა ჭორაობას ვერ დავიწყებ. ჩემთვის არის ორი მთავარი ფაქტორი - ორივე გადაცემას ყავდა დიდი რაოდენობით მაყურებელი და ორივე იყო მაღალ რეიტინგული," - ამბობს ინგა გრიგოლია.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე