ტელეკომპანია "იმედში" ორი პოლიტიკური თოქშოუს დახურვის შესახებ დღეს მედია კონფერენციაზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირები არ მისულან. აღნიშნულმა ქმედებამ კი მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია.
მათ შორის არის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლების არ მისვლა შეხვედრაზე ადასტურებს და აღრმავებს ეჭვს, რომ ორი პოლიტიკური გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არხის მენეჯმენტს დამოუკიდებლად არ მიუღია.
"იმედის ხელმძღვანელობიდან არცერთი არ მოვიდა, არავინ გაგვცა პასუხი. ეს არის მკაფიო პასუხი ვიდრე ის, რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პასუხები. ამით თქვეს, რომ ისინი ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ," - ამბობს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.