ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომაზე 26 საფეხბურთო კლუბის განცხადება იყო განხილული, რომლებსაც ხმის მიცემის უფლების მირება სურთ. კომისიამ კლუბების მთხოვნები ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა და მათ მოთხოვნის დასაბუთებისთვის 14 რიცხვამდე დრო მისცა, თუმცა სხდომაზე უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც კურიერმა მოიპოვა.
ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც ელექტრონული ფოსტის მისამართებიც ადასტურებს ირკვევა, რომ იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები დაუგზავნა, რომლითაც შემდეგ თვითმმართველობებში არსებულმა საფეხბურთო კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს.
ჩვენი ინფორმაციით წერილები გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის თანამშრომელმა ელისო კლიმენკომ გადააგზავნა. კლიმენკო ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ იხსენებს ვინ მისცა მას აღნიშნული დოკუმენტაცია და ვინ დაავალა მისი ყველა თვითმმართველი ორგანოსთვის გადაგზავნა.
თვითმმართველ ორგანოებში კი ადასტურებენ, რომ მათ წერილები გუბერნიიდან მიიღეს და საფეხბურთო კლუბთა ხელმძღვანელებს გადაუგზავნეს.