უბედური შემთხვევა გორში. სამგზავრო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია, არსებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევა გორის ცენტრში საკონდიტრო გედამში მოხდა. კომპანიის თანამშრომლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. 112-ს კი მომხდარის შესახებ გამვლელმა შეატყობინა, რომელმაც ლიფტის ჩამოვარდნის ხმა გაიგონა.
შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.