700–მდე აბიტურიენტი წელს უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებით გამონაკლისი არ იქნება და მეორადი ჩარიცვები არ აღდგება.
თამარ სანიკიძე ასვე არც იმ შესაძლებლობას განიხილავს, რომ ახალგაზრდები სხვა და სხვა სასწავლებელში ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდნენ.
სანიკიძის გადაწყვეტილებილებაზე რეაგირებას აბიტურიენტები პრემიერმინისტრისგან ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 700-მდე აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი გადალახა, თუმცა უნივერსიტეტებში მაინც ვერ მოხვდა. მაშინ, როდესაც უნივერსიტეტებში ვაკანტური 18 ათასი ადგილი დარჩა.
ავტორი: ეკო მაღრაძე