20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ახლადჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა - გარეთ დარჩენილი აბიტურიენტები კი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ

საერთო ბაზაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ სტუდენტების რაოდენობა 9 აბიტურიენტით გაიზარდა.

ახალგაზრდები და მათი მშობლები განმარტებებს ელოდებიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 9 სტუდენტი საბოლოოდ დახურულ ბაზაში ხელოვნურად დაამატეს. უამღლეს სასწავლებლებს გარეთ დარჩებილები არც კორუფციულ გარიგებებს გამორიცხავენ.

სტუდენტთა ბაზაში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ ოპოზიციაშიც. ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ 9 აბიტურიენტი სტუდენტი სუს-ის მითითებით გახადეს.

მისი ინფორმაციით ბოლო რამდენიმე თვეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ე.წ. ოდეერად არჩილ ბებიაშვილი მუშაობს, რომელიც იქ მერიიდან გადაიყვანეს.

არჩილ ბებიაშვილი საზოგადოებისთვის სკანდალურად ცნობილი მერიის საატესტაციო გამოცდების შემდეგ გახდა. მაშინ ის პირადად ეწრებოდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა საატესტაციო გამოცდებს. მერიის ერთერთმა ყოფილმა თანამშრომელმა რამდენიმე თვის წინ ფარულად გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანდა როგორ ახდენდა უშიშროების წარმომადგენელი ბებიაშვილი მასზე ზეწოლას.

არჩილ ბებიაშვილის მათთან მუშაობას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე უარყოფს. ივა მინდაძის ინფორმაციით უშიშროებიდან მათთან მიმაგრებული ოფიცერი სხვა გვარისაა. 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები