თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფის მატების შემდეგ საკრებულოში სუბსიდირების გეგმას ელოდებიან.
მერიის მიერ კონკრეტული სქემის შედგენამდე უკვე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოსგან დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების მხოლოდ ნაწილი მიიღებს.
რეგიონების მსგავსად ტარიფის სხვაობის კომპენსაციას მთავრობა 70 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებს მისცემს.
ამ გათვლით სუბსიდირების გარეშე დედაქალაქის 50 ათასზე მეტი ოჯახი დარჩება, მათ შორის ისისნიც, ვისაც სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი