20 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
შეტევა ტელეკომპანიებზე და დახურული გადაცემები-მედიასივრცეში არსებული ვითარება ჟურნალისტებმა განიხილეს

მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს ქართულ მედიასივრცეში შექმნილ ვითარებას ერთობლივად იხილავდნენ.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მცირე კამათი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმღვანელ პირსა და ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს შორის მოხდა. პირველი არხის თანამშრომლებმა შეკრების დროს იმ თემაზე იკამათეს, რის გამოც შესაძლოა უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის გადაცემა დაიხუროს. 

არასამთავრობოებსა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში. არხის ხელმძღვანელობა დღეს, როგორც ყოფილმა, ასევე მოქმედმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს.

გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობიდან არავინ არ მისულა. 

სხდომაზე განხილული იყო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული დავა. დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადადგა. გვარამიამ სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესაკუთრეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ მოთხოვნას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

გვარამიამ დღესვე სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფინანსური მდგომარეობის შესუსტებისკენ არის მიმართული. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები